ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ტელევიზიებისთვის ინკასოს დადება ერთგვარი პრევენციული გადაწყვეტილება იყო.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.
ვანო მაჭავრიანმა ვრცლად ისაუბრა ინკასოს დადებამდე ტელევიზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაზე. ასევე, აგვისტოში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და სურათზე, რომელიც როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, „ტელევიზიების მხრიდან, გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით ფაქტობრივად არ შეცვლილა“.
„ჩემ მიერ აგვისტოში გაკეთებული განცხადება ყველამ იცის; მას შემდეგ ხდება ისე, რომ 1 ოქტომბრის შემდგომ იწყება ვალის დაგროვება თავიდან, მათ შორის „TV პირველის“ მიერ. ერთხელ სექტემბერში მოგვმართა კომპანიამ წერილით, ითხოვა ვალის გადავადება 10 დღით, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა და გადავავადეთ; ბოლო წერილი შემოვიდა ნოემბერში და კომპანია ისევ ითხოვს დავალიანების 10 დღით გადავადებას. 1 ოქტომბრიდან გუშინდელ დღემდე ანუ ინკასომდე “TV პირველმა“ გააორმაგა ვალი ანუ კომპანია ერთი-ერთში გადის იმ გზას, რაც „რუსთავი 2“-მა 2016 წელს დაიწყო - „წერილი, დარღვევა, დაგროვება და ა.შ.“ იმის გამო, რომ ძველი და ახალი ვალები გაგვერჩია ერთმანეთისგან, ვთქვით, რომ ახალი ათვლა დავიწყოთ 1 ოქტომბრიდან. ყველა დანარჩენ ვალს დავარქვათ ძველი, გავყინოთ, მობრძანდით ვისაუბროთ. ამის შემდეგ ორმაგდება „TV პირველმა“-ის ვალი 2 თვეში, ამ გაორმაგებულ ვალს ახლავს ორი წერილი გადავადების თხოვნით, რომელიც ირღვევა. ამ ყველაფრის შემდეგ არანაირი წინაპირობა და მოცემულობა არ არსებობდა, რომ ეს ვალი არ გასამმაგდებოდა... ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ, რომ არა ინკასოს გადაწყვეტილება, ტელევიზიების მხრიდან გადასახადების არგადახდის ისტორია არასდროს დამთავრდებოდა.
„ეს ყველაფერი პრევენციულად ვქენით. დღეს “TV პირველისთვის“ არ არის ეს მძიმე თანხა; ამბობენ, რომ პრინციპის საკითხია, მაგრამ ეს რომ არ გაგვეკეთებინა ახლა და გაგვეკეთებინა ორ თვეში, თანხა იქნებოდა ძალიან მძიმე, თან შუა არჩევნების დროს და მაშინ უკვე ტელევიზია იტყოდა - „თქვენ ჩვენ ამით გვხურავთ“. ამის პრევენციაც იყო. ერთმნიშვნელოვნად, მთელი პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ ამ ყველაფერში იოტისოდენა პოლიტიკაც არ არის“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი