მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი: უმუშევრობა მართლაც ისტორიულ მინიმუმზეა, არ ვიტყუებით

5dcc1569b9a3d
დავით ჯალაღონია
13.11.19 18:44
2822
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა თავად მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი იანგარიშება, სრულყოფილი არ არის.

ამის შესახებ მინისტრმა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვით, ორგანიზაცია FactCheck-ის ინფორმაციით, მაჭავარიანის მიერ გასულ წელს გაკეთებული დასკვნა, რომ საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, ტყუილია.

"უმუშევრობა მართლაც ისტორიულ მინიმუმზეა და ჩვენ ამაში არ ვიტყუებით, მართლები ვართ, თუმცა არის ჩვენს სტატისტიკურ მონაცემებში 2000 და 2001 წლების მაჩვენებლები, როდესაც უმუშევრობა ყველაზე დაბალი იყო. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მაგ პერიოდის სტატისტიკური ნაჩვენებლების სანდოობა მაღალი არ არის და თუ ეგ გვეთვლება ტყუილში, შეგვიძლია ვაღიაროთ, თუ - არა, 2002 წლის შემდგომ, 2003 წლიდან უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.

აქ უბრალოდ, თვითონ პრობლემა იმაშია, რომ ამით თავს კი ვერ მოვიწონებთ, იმიტომ რომ ზოგადად, მაღალია უმუშევრობა და ის მეთოდი, რომლითაც უმუშევრობა ითვლება, იცით, რომ სრულყოფილი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში დინამიკას ვუყურებთ და ვაშლი ვაშლს უნდა შევადაროთ.

ეს უფრო გლობალური პრობლემაა, თუ მეთოდოლოგიას გადავხედავთ, მაგრამ უნდა ითქვას ის, რომ ჯერჯერობით, კარგა ხანი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ვიამაყოთ იმ დაბალი უმუშევრობის მონაცემით, რომელიც ნორმალურ, ჯანსაღ ქვეყანას უნდა ჰქონდეს, თუმცა დინამიკის არაღნიშვნა, ასევე მგონია, რომ სწორი არ იქნება და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

უმუშევრობის დონე საქართველოში:

2012 - 17.2
2013 - 16.9
2014 - 14.6
2015 - 14.1
2016 - 14.0
2017 - 13.9
2018 - 12.7