მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ზურაბ ძნელაშვილი დაინიშნა

5e3bab7e314de
ინგა მურუსიძე
06.02.20 09:59
1731
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 2020 წლის 5 თებერვლის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ზურაბ ძნელაშვილი დაინიშნა.

ცნობისთვის: 2019 წლის 11 მარტიდან ძნელაშვილს ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა, 2016-2018 წლებში იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2013 წლიდან 2019 წლის მარტამდე იყო ბიზნესომბუდსმენის მოადგილე.

2004-2013 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.