მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრს საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან წასვლა "ბუნებრივად ეჩვენება"

5dee41813e2b5
სალომე მეცხვარიშვილი
09.12.19 16:41
1089
ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა “აბსოლუტურად ბუნებრივად ეჩვენება” და არასერიოზულად არ მიიჩნევს. ასე პასუხობს ის ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვას.

“ლევან სურგულაძემ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია. 1 წლის წინ პრაქტიკულად არ არსებობდა საპენსიო სააგენტო, მან ძალიან მოკლე ვადებში მოახერხა ამ ორგანიზაციის პაქტიკულად ნულიდან შექმნა.
დღეს ჩვენ გვაქვს გამართული საპენსიო სააგენტო, მან ჩათვალა ალბათ, რომ მისი ძირითადი მისია არის შესრულებული.
ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი და მეტი წონის მატარებელია ის საინვესტიციო საქმიანობა, რომელთანაც მას შეხება არც ჰქონია და ვერც ექნებოდა, ამას ძირითადად განსაზრავს საინვესტიციო საბჭო, რომელიც მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოელი პირებისგან არის დაკომპლექტებული. ასევე შეირჩევა უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და მგონი დღეს აქცენტი უფრო ამაზე უნდა გადავიტანოთ”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო სააგენტოს დირექტორის გათავისუფლების შესახებ. ლევან სურგულაძემ დღეს განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს და შესაბამისი განაცხადით უკვე მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს, რომ პოსტს 16 იანვრიდან დატოვებს.