26.სექტემბერი .2019 16:00

ფინანსთა სამინისტრო - ავტომობილებით ხორბლის ექსპორტ-იმპორტი აღარ აიკრძალება

views 422
უკან

ავტომობილებით საქართველოში ხორბლის ექსპორტ-იმპორტი აღარ იკრძალება,- ამის შესახებ bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს.

გასულ წელს სატვირთო ავტომობილების მძღოლების პროტესტის შემდეგ 1 წლით გადავადდა ნორმის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალებოდა. ნორმა 2019 წლის 1 ოქტომბერს უნდა შესულიყო ძალაში.

საქმე ისაა, რომ 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი საბაჟო კოდექსი, რომელშიც აღნიშნული ნორმა აღარ ჩაიწერა, შესაბამისად, ის ძალადაკარგულად ითვლება.

ფინანსთა მინისტრის ძველი ბრძანებით, რომელსაც ხელს ივანე მაჭავარიანი აწერდა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანა და გატანა ნებადართული ხდებოდა მხოლოდ სარკინიგზო გზითა და პორტების მეშვეობით. ცალკეულ შემთხვევებში კი შემოსავლების სამსახურის ნებართვით ხორბლის შემოტანა და გატანა შესაძლოა, სხვა ტიპის ტრანსპორტითაც განხორციელებულიყო. ბრძანება ძალაში გასულ წელს უნდა შესულიყო, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას სატვირთო ავტომობილის მძღოლების პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა და 1 წლით, 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა