მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო 2020 წელს ექსპორტის 20%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

5ec3a47e46f09
ინგა მურუსიძე
19.05.20 13:22
761
წლის განმავლობაში ექსპორტი ალბათ 15-დან 20%-მდე შემცირდება, - ამის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ექსპორტს, ექსპორტი პირველ კვარტალში შემცირდა 11%-ით, მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ექსპორტის შემცირება იქნება 15-დან 20%-მდე. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე იყვნენ ორიენტირებული, მათი გაყიდვები შემცირდა, შესაბამისად, სჭირდებათ ნაკლები თანამშრომელი, რომლებიც გაწევენ მომსახურეობას, რასაც აქამდე ეწეოდნენ. ჩვენი საშეღავათო პირობების ძირითადი მიზანი არის ის, რომ კომპანიებს დავეხმაროთ იმაში, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ, თუნდაც შემცირებული ხელფასით“, - განაცხადა კაკაურიძემ.