მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო: სსფ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელებისას

5d9dc65926d30
BM.GE
09.10.19 15:36
769
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წევრებს შეხვდა. დელეგაციამ, რომელსაც ტექნიკური დახმარების სფეროში სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი კორსტიან ქული ხელმძღვანელობს, საქართველოში ორკვირიანი მისია დაასრულა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს.

მათვე ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.

საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფისკალური რისკების მართვის მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების პროცესში.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.