მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრომ 70 მლნ-ის ღირებულების ხუთწლიანი ობლიგაციები გამოუშვა

5ddcf74eca3c1
შოთა ტყეშელაშვილი
26.11.19 15:00
1136
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის 26 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70,000,000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 153 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.37 პროცენტით, მაქსიმალური 9.790 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.461 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით სახელმწიფო ქვეყნის საბანკო სექტორისგან სესხულობს. 

სულ 2019 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობა შიდა ვალის 900 მილიონი ლარით ზრდას გეგმავს.