ფინანსთა სამინისტრომ შემოდგომაზე, შესაძლოა, 2022 წლის ბიუჯეტის განახლების პროექტი წარადგინოს - ამის შესახებ განცხადება BMG TV-ის ეთერში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც შეიძლება შეიცვალოს არის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც ამჟამად 6%-ით არის განსაზღვრული და ის ფინანსთა სამინისტრომ შეიძლება 7%-მდე გაზარდოს.
"არ გამოვრიცხავ იმას, რომ შემოდგომაზე შემოვიდეს ბიუჯეტი გაზრდის კუთხით და არის ვარიანტები, რომ იყოს 7% და უფრო მაღალი მაჩვენებელი, თუმცა მე უფრო ფრთხილი ვიქნები ამ თვალსაზრისით, რადგან ეს მათი პრეროგატივაა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 9.1 მილიარდი ლარი შევიდა, რაც გეგმის 103% იყო. გაზრდილი შემოსავალი მომატებულ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, 2022 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 5 თვეში კი ზრდამ 11.2% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მაღალი ტემპით იზრდება კერძო სექტორის ბრუნვა, რამაც მაისში 10,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე