მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 46 ქოლცენტრშია შესული - ლაშა ხუციშვილი

6253ec47bd2c4
შოთა ტყეშელაშვილი
11.04.22 12:51
1728
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 46 ქოლცენტრში არის შესული. მინისტრის თქმით, ამჟამად ამ კომპანიებს საქმიანობა უკვე შეჩერებული აქვთ. 

ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ განიხილება ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრება და ახალი კანონმდებლობის მიღებაც. 

"ქვეყანაში მოქმედებს ბევრი ქოლცენტრი, რომელიც ლეგალურად საქმიანობს და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიას ემსახურება. მათ შორის არიან Amazon-ი და სხვა კომპანიები, თუმცა ასევე გამოიკვეთა ქოლცენტრებიც, რომლებიც შესაძლოა კანონდარღვევით ოპერირებდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლცენტრში, სადაც იკვეთება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. ამ ქოლცენტრებს შეჩერებული აქვთ საქმიანობა და მიმდინარეობს გამოძიება. დანიშნულია ექსპერტიზები და საგადასახადო შემოწმებები. იდენტიფიცირებულია 46 ქოლცენტრი. ასევე შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, სადაც შედის სხვადასხვა უწყება და მათ შორის ეროვნული ბანკი, მუშაობა მიმდინარეობს ინიციატივაზე კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით და უახლოეს პერიოდში წარედგინება ეს ინიციატივა. 

გამოძიების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ საუბარია 46 სხვადასხვა ქოლცენტრზე," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

ე.წ. ქოლცენტრები ატარებენ ფინანსურ თაღლითობას, რომელშიც უცხოეთის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში ხანდაზმულებს, ტელეფონით საბროკერო სერვისს სთავაზობენ და არარსებულ ინვესტიციებში ადებინებენ თანხებს.