27.სექტემბერი .2019 10:51

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება

views 198
უკან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაცია სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალურ შეხვედრებს ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან მართავს.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა, მისი გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია.

ქართველ და ბელარუს სამართალდამცველთა მსჯელობის მთავარი თემებია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგია და სხვადასხვა კატეგორია: გადასახადებისათვის თავის არიდება, დღგ-ის დაუსაბუთებელი დაბრუნება, აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვა.

მხარეები გეგმავენ თანამშრომლობას ანალიტიკური საქმიანობის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისა და აქტუალური პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის ერთობლივი გზების მოსაძიებლად.

„უწყებებს შორის, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის სრულყოფა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბელარუსში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, ასევე როგორც მის გამოვლენას და აღკვეთას, ისე პრევენციას და გამოძიებას“, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა