მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

61091029ca44a
BM.GE
03.08.21 14:00
772
2021 წლის 3 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 68 900 00 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.700 პროცენტით, მაქსიმალური 8.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.840 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.