მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6225d4e9488ab
BM.GE
07.03.22 13:46
766
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 7 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 15 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.550 პროცენტით, მაქსიმალური 10.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.550 პროცენტით განისაზღვრა.