26.სექტემბერი .2022 15:56

ფინანსთა სამინისტროში თუ არ შემოგიშვებენ, მაგაზე გაგცემთ პასუხს - მინისტრი BMG-ის ჟურნალისტის მთავრობის სხდომაზე არდაშვებაზე

ფინანსთა სამინისტროში თუ არ შემოგიშვებენ, მაგაზე გაგცემთ პასუხს - მინისტრი BMG-ის ჟურნალისტის მთავრობის სხდომაზე არდაშვებაზე
views 555
უკან

BMG TV-ის ჟურნალისტი და BM.GE-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის გასაშუქებლად მეორედ არ დაუშვეს.

სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გასაცემად მედიაოთახში მხოლოდ ფინანსთა მინისტრი ჩამოვიდა.

“მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ისევ ლაშა ხუციშვილს ჰკითხა, რატომ არ დაუშვეს დღესაც მთავრობის სხდომის გასაშუქებლად BMG TV-ის ჟურნალისტი და BM.GE-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია და შემდეგ სხდომებზე სხვა ჟურნალისტებსაც იგივე პრობლემები ხომ არ შეექმნებათ.

ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საკითხზე კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია გააკეთებს. 

„არ არსებობს საკითხი, რომლებზეც ისეთი შეკითხვა იყოს, რაზეც პასუხი არ არსებობდეს ან ფინანსთა სამინისტროს მიმართოთ და პასუხი არ მიიღოთ. ერთია, მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ ეს პასუხი, მაგრამ არ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები; მათ შორის ამ სააგენტოს (bm.ge) მიერ გამოგზავნილ ნებისმიერ კითხვაზე პასუხები გაცემულია მოკლე დროში.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით... საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გააკეთებს კომენტარს.

მე შემიძლია გითხრათ, რომ როცა მოხვალთ ფინანსთა სამინისტროს შენობაში და თუ იქ არ შემოგიშვებენ, გაგცემთ პასუხს“, - თქვა დღეს ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა