საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციაზე პასუხისმგებლობა “ფინანსური მონიტორინგის სამსახურს” ეკისრება, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული უწყებაა. ორგანიზაცია ამ მიმართულებით კომერციულ ბანკებს, მისო-ებს, აზარტული თამაშების კომპანიებს, სადაზღვევო კომპანიებს და სხვა კომპანიებს არეგულირებს. უწყების 2021 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გაიზარდა იმ ტრანზაქციების რაოდენობა, რომლებიც მათ დაბლოკეს. თუკი 2020 წელს 4 გადარიცხვა შეაჩერეს, 2021 წელს შეჩერებული გადარიცხვების რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
“საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენისას, მიუხედავად გარიგების თანხის ოდენობისა, ანგარიშვალდებულ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში შესაბამისი გარიგების, აგრეთვე ამ გარიგებასთან ან/და ამ გარიგების მონაწილე პირთან დაკავშირებული სხვა გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების შეჩერების შესახებ. 2021 წელს გარიგების აღსრულების შეჩერების უფლებამოსილება სამსახურის მიერ 9-ჯერ იქნა გამოყენებული,”- ნათქვამია უწყების ანგარიშში.
2021 წლის განმავლობაში FMS-ის სისტემაში სულ 193,859 ტრანზაქცია მოხვდა. კომერციული ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება ის ტრანზაქციები, რომელთა ღირებულებაც 30,000 ლარს აღემატება. სამსახურში მონიტორინგზე გაგზავნილ 200,000-მდე ტრანზაქციაში საეჭვო გარიგების სტატუსი მხოლოდ 730 ოპერაციას ჰქონდა.
2021 წლის განმავლობაში სამსახურმა სულ 84 საქმე გამოავლინა, რომლებიც შსს-ს, პროკურატურასა და სუს-ს გადაეგზავნათ. რაოდენობრივად, გაგზავნილი საქმეების რიცხვი 2020 წელთან შედარებით ერთით არის შემცირებული, რასაც FMS-ი პანდემიის გამო ამ მხრივ შემცირებულ აქტივობას უკავშირებს.
“2021 წელს მიღებული ანგარიშგების ფორმების ანალიზის და სამსახურის მიერ მოძიებული სხვა ინფორმაციის დამუშავების შედეგად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა და „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს გადასცა 84 საქმე (მათ შორის, 10 საქმე ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების სავარაუდო შემთხვევაზე, ხოლო 1 საქმე ერთ-ერთი ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის მცდელობაზე). აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით სამსახურის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისა და შემოსავლების სამსახურისთვის 2021 წლის მანძილზე გაგზავნილი საქმეების რაოდენობის შემცირება განპირობებულია Covid-19 ვირუსის გლობალური პანდემიით, რამაც უარყოფითად იმოქმედა საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპზე და, შესაბამისად, ამ პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების კლება განაპირობა,”-ნათქვამია დოკუმენტში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე