მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური პირამიდა ტენდერებში - პაატა ტრაპაიძე ცვლილებებს ითხოვს

5ecbec2b51b44
სალომე მეცხვარიშვილი
26.05.20 20:00
2107
სამშენებლო კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე სახელმწიფო ტენდერებში არსებულ პრობლემებსა და ფინანსურ პირამიდაზე საუბრობს. მისი თქმით, უამრავ სამშენებლო კომპანიას დღეს საკუთარი თანამშრომლების წინაშე 4-5-თვიანი სახელფასო დავალიანებები აქვს.

პაატა ტრაპაიძე ამბობს, რომ ამ დავალიანებების დასაფარად კომპანიები ახალ ტენდერებში მონაწილეობენ და ა.შ. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს დაეკისროთ ვალდებულება, დოკუმენტაციის შევსებისას წარადგინონ დამადასტურებელი საბუთი, რომ დავალიანება არც საკუთარი თანამშრომლებისა და არც სხვა კომპანიების მიმართ არ უფიქსირდებათ.

“დღეს დემპინგური ფასების შემოტანა ხდება ტენდერებში, რომელიც შემდეგ იწვევს ბევრ თავის ტკივილს.

საერთოდ, ვფიქრობ, ახალი სისტემაა შესაქმნელი, რომელიც პრიორიტეტს მიანიჭებს იმ კომპანიას, რომელსაც თავის დროზე აქვს შესრულებული ვალდებულებები და არ ერიცხება დავალიანება დამკვეთის წინაშე.

იცით, რომ სამშენებლო კომპანიების დიდ ნაწილს 3-4-5 თვის დავალიანება აქვთ თავიანთი თანამშრომლების წინაშე? და რა გასაკვირია, რომ ის კომპანია ტენდერში კონკურენუტნარიანი იქნება?!

კომპანია არ უხდის თავის თანამშრომელს ხელფასს და ეუბნება - მე კიდევ მოვიგებ ტენდერს და მერე გადაგიხდი. ეს დემპინგს ხელს უწყობს და ამ კომპანიას შეუძლია დაბალი ფასი დადოს შესყიდვაში. აიღებენ ავანსს და იმის მაგივრად, რომ ეს თანხა მოახმარონ პროექტს, ამ ავანსით ფარავენ წინა დავალიანებებს. ამიტომ კიდევ ცდილობენ ახალი ტენდერები აიღონ და იმით სხვა დავალიანება დაფარონ. ამას ვეძახით ჩვენ პირამიდას”,- აცხადებს პაატა ტრაპაიძე.