მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთი რუს ტურისტებს საზღვარს უკეტავს

63359cd2631bc
გიორგი თოლორდავა
29.09.22 17:39
706
ფინეთის მთავრობამ რუსი ტურისტებისთვის საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

განკარგულება პირდაპირ კავშირშია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფონზე რუსეთის ფედერაციის დატოვების სურვილის მქონე მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან.

პრეზიდენტ პუტინის განცხადების გავრცელების შემდეგ, ფინეთში 17,000 რუსეთის მოქალაქე შევიდა. ფინეთის მთავრობის შეფასებით კი, აბსოლუტური უმრავლესობა კი მეზობელ სახელმწიფოში არა რეალურად ტურისტული მიზნებით, არამედ ომში გაწვევიდან თავის არიდების მიზნით წავიდა.

ფინეთის მთავრობის შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შესვლა პოტენციურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და საერთაშორისო ურთიერთობებს.

ცნობისთვის, რუსეთისთვის საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს პოლონეთისა და ესტონეთის მთავრობებმაც, მათი განმარტებით, რუსეთის მოქალაქეებმა არა გაქცევით უნდა უშველონ თავს, არამედ საკუთარ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ.