მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთის და შვედეთის NATO-ში მიღებას რუსეთის სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური პასუხი მოჰყვებოდა - ზახაროვა

62190edad15a0
თამთა ჯიჯავაძე
25.02.22 21:13
12106
ფინეთის და შვედეთის NATO-ში შესვლას რუსეთის პასუხი მოჰყვებოდა, - ამის შესახებ ოფიციალური მოსკოვი აცხადებს.

კერძოდ, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, ამ ორი ევროპული ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეყვანა მოსკოვის მხრიდან სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ პასუხებს გამოიწვევდა.

როგორც ზახაროვა წერს, ის რომ ფინეთის მთავრობას ალიანსში არგაწევრიანების პოლიტიკა აქვს, მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩრდილოეთ ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.