მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთის საგარეო უწყება მაღაზიებს ურჩევს რუს ტურისტებს ძვირად ღირებული ნივთები არ მიჰყიდონ

62eacf662cfa8
თამთა ჯიჯავაძე
04.08.22 00:14
948
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაღაზიებს ურჩევს რუს ტურისტებს ძვირფასი ნივთები არ მიჰყიდონ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფინურმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს სანქცირებული პროდუქციის რუსი ტურისტებისთვის მიყიდვის შეზღუდვა. მანამ ვიდრე მომხმარებელი რაიმეს შეიძენს, გამყიდველი მას პასპორტს სთხოვს, რათა დარწმუნდეს, რომ ის რუსეთის მოქალაქე არაა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სანქციების მიხედვით, რუსეთში ძვირად ღირებული ნივთების და საქონლის ექსპორტი იკრძალება. ამაში შედის ნივთები, რომლებიც 300 ევროზე მეტი ღირს. თუმცა, ელექტრომოწყობილობების ან სმარტფონების შემთხვევაში, ექსპორტი დაშვებულია თუ მათი ღირებულება 750 ევროს არ აჭარბებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, მაღაზიამ უარი უნდა უთხრას მომხმარებელს პროდუქტის მიყიდვაზე, თუ ნათელია რომ მომხმარებელს სანქცირებული პროდუქტის რუსეთში ექსპორტი სურს.