მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს

62849d53242e1
მარიამ ვარადაშვილი
18.05.22 11:18
578
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს. ალიანსის გენერალურმა მდვნმა იენს სტოლტენბერგმა ამ ფაქტს ისტორიული უწოდა.

“დღეს თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი ისტრიული ნაბიჯია. ახლა წევრები განიხილავენ მომდევნო ნაბიჯებს NATO-ს წევრობის გზაზე”, - განაცხადა სტოლტენბერგმა ალიანსში ფინეთისა და შვედეთის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.

ფინეთს რუსეთთან 130 კმ სიგრძის საერთო საზღვარი აქვს. ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის შემდეგომ ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, ხოლო შვედეთი ბოლო ორი საუკუნეა სამხედრო ალიანსებში არ გაწევრიანებულა. ორივე ქვეყანა NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას რუსეთისთვის არასაჭირო პროვოკაციად მიიჩნევდა.

შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შემდეგ მიიღეს. სტოლტენბერგმა რამდენჯერმა განაცხადა, რომ ალიანსი მიესალმება ამ ქვეყნების გაწევრიანების საკითხს, თუმცა შვედეთისა და ფინეთის წევრობაზე განაცხადს NATO-ს 30-ვე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო ამ ეტაპზე თურქეთი მათ წევრობას ეწინააღმდეგება.