09.დეკემბერი .2019 17:18

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი პრემიერმინისტრი ეყოლება

views 467
უკან

34 წლის სანა მარინი, ფინეთის მომავალი პრემიერ მინისტრი, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პერმიერთა რიცხვს შეუერთდება. ცოტა ხნის წინ, მას ფინეთის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრის პოსტი ეკავა.

მარინი პრემიერის პოსტზე "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" აირჩია, მას შემდეგ რაც ფინეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა პოსტი დატოვა. ფინეთის ისტორიაში მარინი მესამე ქალი პრემიერმინისტრია და საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება.

მარინი რეპორტიორებთან მომავალ გეგმებზე საუბრობს და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემად კოალიციის შიგნით ნდობის აღდგენას ასახელებს.

მარინი პოლიტიკაში 27 წლის ასაკში მოვიდა და მშობლიურ ქალაქ ტამპრეში ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელობდა.