მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთში რესტორნები და თეატრები 1 ივნისიდან გაიხსნება

5eb12e3a00ec7
ნათია თაქთაქიშვილი
05.05.20 13:41
814
ფინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ნაწილის ეტაპობრივი შერბილება იწყება. ქვეყანაში 1 ივნისიდან, ისევ, გაიხსნება რესტორნები, ბიბლიოთეკები და სხვადასხვა სპორტული დაწესებულება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ასევე შერბილდება შეზღუდვები ჯგუფურ შეხვედრებზე და ლიმიტი10 ადამიანის ნაცვლად, 50-მდე გაიზრდება.

სკოლები ფინეთში 13 მაისიდან გაიხსნება. 14 მაისიდან, აუცილებლობის შემთხვევაში, ნებადართული იქნება მოგზაურობა შენგენის ზონაში. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარია ოისალომ განაცხადა.

სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები ეტაპობრივად ისევ დასაშვები გახდება, თუმცა შენარჩუნდება სოციალური დისტანცირების ზომები.

ბოლო მონაცემებით, ფინეთში COVID-19-ის 5,327 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 240 გარდაცვალებით დასრულდა.