26.აგვისტო .2022 18:31

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტიდან კომპანიებმა 79.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტიდან კომპანიებმა 79.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
views 937
უკან

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ აბონენტების  რაოდენობა 2021 შესაბამის პერიოდთან შედარებით, 45 ათასით გაიზარდა და 1 033 100 შეადგინა. გასული წლის II კვარტალში ეს მაჩვენებელი 988.2 ათასი იყო.

რაც შეეხება შემოსავლებს, შემოსავალი 2021 წლის II კვარტალთან შედარებით 6 მლნ ლარით [8.7%] არის გაზრდილი და 79.2 მლნ ლარს შეადგენს.

კომპანიებს შორის აბონენტების თითქმის ნახევარი, 49% მაგთიკომზე მოდის. იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე ურიდიული პირი აბონენტები.

კომისიის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბაზარზე აბონენტები ასე ნაწილდება: მაგთიკომი - 49%; სილქნეტი - 31%; ახ.ქს/ახტელი/სიჯისი - 6%; სქაიტელი - 6% და სხვა. რაც შეეხება რაოდენობას, 507 ათასი აბონენტი ჰყავდა მაგთის, ხოლო 316 ათასი სილქნეტს.

"ახალი ქსელების ჯგუფი" - ამ დასახელების ქვეშ გაერთიანებულია შემდეგი აფილირებული კომპანიების მონაცემები: "ახალი ქსელები", "ახტელი" და "საქართველოს ენტრალური კავშირგაბმულობის კორპორა ია".

რაც შეხეება შემოსავლებს ჯამურად ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით ბაზარზე ასე ნაწილდება: მაგთიკომი - 46%, ხოლო სილქნეტი - 34%. II კვარტალში მაგთიკომმა 36.2 მლნ ლარი, ხოლო სილქნეტმა 27 მლნ ლარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა