მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში რკინიგზის, აეროპორტების, ავტობუსების მუშაობა ჩერდება - მიზეზი მასშტაბური გაფიცვაა

64212d067b18e
თამთა ჯიჯავაძე
27.03.23 09:44
972
გერმანიაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური - 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო. აეროპორტების, პორტების, რკინიგზის და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ.

პროფკავშირების მიერ დაორგანიზებული გაფიცვის მიზეზი ხელფასის მატების მოთხოვნაა. ისინი აცხადებენ, რომ გაზრდილი ფასების გამო, ქვეყანაში ცხოვრება გაძვირდა, ამიტომ ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. გაფიცვაში გერმანიის ორი უმსხვილესი პროფესიული გაერთიანება იღებს მონაწილეობას: Verdi, რომელიც 2.5 მილიონ დასაქმებულს აერთიანებს და EVG, რომელიც გერმანიის რკინიგზის Deutsche Bahn-ის 230,000 თანამშრომელს მოიცავს.

მასშტაბური გაფიცვის შედეგად გერმანიის აეროპორტებში ფრენების უმრავლესობა გაუქმდა. როგორც გერმანიის აეროპორტების ასოციაცია აცხადებს, დღევანდელი გაფიცვის შედეგად დაახლოებით 380 000 მგზავრი დაზარალდება. შეფერხებული იქნება სხვა სახის ტრანსპორტით გადაადგილებაც. შედეგად მოსალოდნელია გზებზე მსუბუქი ავტომობილების საცობები.

ცნობისთვის, პროფკავშირების მიერ დაორგანიზებული მსგავსი გაფიცვები გერმანიაში ხშირია. მაგალითად, მარტის დასაწყისში ფოსტის თანამშრომლების პროფესიული გაერთიანების მოთხოვნა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა.