ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და გერმანიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუმბერტ ქნირშმა მენეჯერთა საკვალიფიკაციო პროგრამის Fit for Partnership დაწყების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასწავლო პროგრამა Fit for Partnership საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატზე ზემოქმედების ფედერალურ სამინისტროსა (BMWK) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მიერ არის ორგანიზებული და 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩათვლით. მასში უკვე 150-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი პროგრამის ფარგლებში კი გერმანიაში 20-ზე მეტი ქართველი მეწარმე გაემგზავრება.
როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. პროგრამა Fit for Partnership კი ადგილობრივი მეწარმეებისთვის არის შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე შეიტანონ. ამასთან, პროგრამის წყალობით, ქართულ ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა, გერმანულ კომპანიებთან საქმიანი კავშირები და გრძელვადიანი პარტნიორობა დაამყაროს, გაეცნოს გერმანული ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკებს.
„გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა და ასევე, საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა პროგრამის ფარგლებში, რაც მეტად შეუწყობს ხელს ქართულ და გერმანულ კომპანიებს შორის საქმიანი კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპული სწრაფვისა და ინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.
„წლების განმავლობაში გერმანიას უკავია წამყვანი პოზიცია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის განვითარების თანამშრომლობის კუთხით და უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის ინსტიტუციურ მშენებლობაში, რისთვისაც მადლიერები ვართ გერმანიის სახელმწიფოსი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი