გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა განახლებული საკრედიტო რეიტინგი გამოაქვეყნა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ გრძელვადიანი პროგნოზი როგორც სტაბილური (B- Stable) შეაფასა. აღსანიშნავია, რომ რეგიონში განვითარებული კრიზისების მიუხედავად, კომპანიამ საერთაშორისო რეიტინგში პერსპექტიული საფინანსო და საოპერაციო პროფილი შეინარჩუნა.
Fitch Ratings-მა „კრისტალის“ სტაბილურობა სხვადასხვა პარამეტრით განსაზღვრა. მათ შორის საკვანძო მაჩვენებლებს კომპანიის მიერ მისი აქტივების ხარისხისა და კაპიტალის პოზიციის ოპტიმალური მართვა წარმოადგენდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „კრისტალმა“ აქტივების ხარისხის გაუმჯობესებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხითაც მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ამასთან, ხაზგასმულია პანდემიის პერიოდში კომპანიის მენეჯმენტის მიერ გადადგმული პროაქტიული ნაბიჯები, საკრედიტო რისკების ეფექტიანი მართვა და კაპიტალის მდგრადობა. საგულისხმოა, რომ 2022 წელს „კრისტალის“ კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელმა 20,3% შეადგინა, რაც რეგულაციურ ზღვარს 5,3-%-ით აჭარბებს.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ დამაჯერებელი შედეგები მიღწეული იყო დაფინანსების მართვის თვალსაზრისითაც, რასაც ხელი შეუწყო „კრისტალის“ წარმატებულმა პარტნიორობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ადგილობრივ ბანკებთან.
„Fitch Ratings-ის სტაბილური შეფასება ცხადყოფს, რომ კომპანია გლობალური თუ რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი სირთულეების მიუხედავად, მდგრადად ვითარდება. ეს საშუალებას გვაძლევს, კვლავაც გავაგრძელოთ ფოკუსირება საერთაშორისო ინვესტიციების ხელსაყრელი პირობებით მოზიდვაზე, ხელი შევუწყოთ ნაკლებ-შემოსავლიან მსესხებლებს, მათ ბიზნესებს, მცირე მეწარმეობის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას“ - აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.
„კრისტალი“ Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში. კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე