მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch: "FDI 2-3 წლის განმავლობაში მშპ-ის 6%-მდე გაიზრდება, თუმცა 2017 წელთან შედარებით მაინც დაბალი იქნება"

5da1ebebd9ad6
ელენე კვანჭილაშვილი
14.10.19 09:00
1049
„საქართველოსთვის FDI ამ წლების განმავლობაში დეფიციტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო იყო“, - ამბობს Fitch Ratings-ის მაკროეკონომიკური განყოფილების დირექტორი მარინა სტეფანი „ანალიტიკასთან“, ამა თუ იმ ქვეყნისთვის სუვერენული რეიტინგის დადგენის პროცესში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე საუბრისას.


მარინა სტეფანის განმარტებით, გავლენიან საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს საქართველოში უცხოური ინვესტიციების დინამიკის შეფასება, პირველ რიგში, სწორედ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კონტექსტში აინტერესებს.

„პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2018 წელს საქართველოს კლება აქვს. თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება მშპ-ის 6%-მდე მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში. მეორე მხრივ, ეს მაჩვენებელი მაინც გაცილებით დაბალი იქნება, ვთქვათ, იგივე 2017 წელთან შედარებით, როცა მშპ-თან მიმართებით FDI-ის ზრდა ორნიშნა იყო“, - ამბობს მარინა სტეფანი.

Fitch Ratings-ის ყოველწლიურ კონფერენციას საქართველომ წელს ოქტომბერში უმასპინძლა. ამ კონფერენციაზე გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალია. ამ შეფასებით, საინვესტიციო რეიტინგამდე საქართველოს 2 ნაბიჯი რჩება.