მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-ი "საპარტნიორო ფონდს" რეიტინგს აღარ მიანიჭებს - რა განმარტებას აკეთებენ ფონდში?

5e612891aee8f
თამთა ჯიჯავაძე
05.03.20 20:20
2902
Fitch-ი „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგს აღარ ანიჭებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად Fitch Ratings-ის ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, Fitch Ratings-მა გადაწყვიტა ამოიღოს საქართველოში დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდის“ გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტების დეფოლტ რეიტინგები (IDRs) “BB” სტაბილური პროგნოზით. სააგენტომ ასევე ამოიღო PF-ს მოკლევადიანი ადგილობრივი ვალუტის IDR “B”.

აღსანიშნავია, რომ როგორც Fitch Ratings-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, რეიტინგების მინიჭების შეწყვეტის მიზეზი არასაკმარისი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება გახდა.

ხოლო როგორც თავად „საპატნიორო ფონდში“ აცხადებენ, რადგან ფონდი არის რეფორმირების რეჟიმში, მათ თავად მიმართეს Fitch-ს რომ შეწყვეტილიყო რეიტინგის მინიჭება.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება "საპარტნიორო ფონდი" ახალ სტრუქტურულ ერთეულად, შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, განახლდეს Fitch-ის რეიტინგის მინიჭება, თუ რომელიმე სხვა სარეიტინგო სააგენტოს მიმართონ.