“მიგვაჩნია, რომ კომერციული ბანკების რეგულირების გამკაცრებით ცენტრალურმა ბანკმა აუცილებელი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ოჯახები გაცილებით უფრო დაცულები არიან გარე შოკებისგან, ვიდრე რეგულაციებამდე” – ასე აფასებს Fitch Ratings-ის საბანკო სექტორის განყოფილების უფროსი დირექტორი ოლგა იგნატიევა „ანალიტიკა“-სთან სებ-ის ბოლოდროინდელ ყველაზე საკამათო რეგულაციებს.
Fitch-ის ანალიტიკოსის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ბანკებს ხარჯები ეზრდებათ, სებ-ის მიერ დადგენილი ზომები აუცილებელია, ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი ხარისხის შესამცირებლად.
დოლარიზაცია, ოლგა იგნატიევას შეფასებით, საბანკო და ზოგადად, ქვეყნის საფინანსო სისტემის ერთ-ერთი მთავარი რისკია. „მსესხებელთა უდიდესი ნაწილი არ არის ჰეჯირებული ამ რისკების მიმართ. ამდენად ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, ისინი მნიშვნელოვნად ზარალდებიან“, - განმარტავს Fitch Ratings-ის საბანკო სექტორის განყოფილების უფროსი დირექტორი „ანალიტიკა“-სთან საუბრისას.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი აგვისტოში BB-მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალია. Fitch-ის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედა 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებამ და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდამ. Fitch-ის ამ შეფასებით, საინვესტიციო რეიტინგამდე საქართველოს 2 ნაბიჯი რჩება.
საქართველოს სუვერენული რეიტინგის მთავარი აქცენტები და სამომავლო პერსპექტივები წელს გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოში ოქტომბერში ყოველწლიურ კონფერენციაზე შეაჯამა. კონფერენციას, როგორც ყოველთვის, ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ანალიტიკოსები და მედია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის