მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch: კორონავირუსის უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე შეიძლება შერბილდეს ფინანსური ბუფერებით

5e316d2270b1e
ნათია თაქთაქიშვილი
29.01.20 15:55
1006
გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი ეკონომიკაზე უხანის კორონავირუსის შედეგებს პროგნოზირებს. როგორც სააგენტო აცხადებს, კორონავირუსს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკაზე, მაგრამ ზუსტ შედეგებზე საუბარი Fitch Ratings-ს მოცემულ მომენტში უჭირს და ყველაფერი ეპიდემიის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.

Fitch Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, თუკი მოვლენები მიმდინარე სცენარით განვითარდება, ყველაზე მეტად მოგზაურობასთან და ტურიზმთან დაკავშირებული კომპანიები დაზარალდებიან. როგორც სააგენტო აღნიშნავს, მართალია, დიდ კომპანიებს აქვთ დამატებითი ბუფერები კრიტიკული სიტუაციის მართვისთვის, მაგრამ ისინიც უძლურნი იქნებიან, თუკი ვირუსი გაურკვეველი ვადით გახანგრძლივდება.

როგორც Fitch Ratings-ი თავის ანგარიშში აღნიშნავს, განსაკუთრებით რისკის ქვეშაა ტაილანდი, ვიეტნამი და სინგაპური. ამ ქვეყნების შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტურიზმიდან მოდის.

მათივე ცნობით, ასევე ეკონომიკური ზარალის თვალსაზრსით, რისკ ჯგუფებს მიეკუთვნება გლობალური ავიახაზები, გართობისა და დასვენების სექტორი, ანუ ისეთი სექტორები, რომლებზეც მომხმარებელთა ქცევა პირდაპირ ახდენს გავლენას. ჩინეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული კარანტინის გაფართოებამ და ადგილობრივ ახალ წელთან დაკავშირებული უქმე დღეების გაგრძელებამ შესაძლოა, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 0,5%-ით შეამციროს.

თუკი დაავადება განსაკუთრებულ მასშტაბებს არ მიიღებს და შედარებით ხანმოკლე იქნება, კომპანიებისთვის და კორპორაციებისთვის Fitch-ის მიერ მინიჭებულ რეტინგებზე სავარაუდოდ გავლენა არ ექნება.

Fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ჩინეთის მთავრობა აქტიურად არიან ჩართულები ვირუსის გავრცელების კონტროლის მექნზმში: მგზავრების შემოწმება ხდება აეროპორტებში, ჩაიკეტა საბაჟო გამშვები პუნქტები, შეიზღუდა ავიამიმოსვლა. შ

როგორც Fitch-ი წერს, კორონავირუსის უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე შეიძლება, შერბილებულ იქნას ფინანსური ბუფერებით და სხვა მაკროეკონომიკური რისკების შემცირებით, მაგალითად როგორიც არის პირველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება აშშ-სა და ჩინეთს შორის.