17.აგვისტო .2019 14:48

“FITCH“-მა 2019 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე შეამცირა

views 234
უკან

“Fitch“-მა საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა, - როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის მიერ რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობის და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.

სარეიტინგო კომპანიამ მცირედით შეამცირა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე (წინა პროგნოზი - 4.6%).

„თუმცა აღნიშნული აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (3.3%-ს). კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 4.7%-მდე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა