მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა და S&P-მა უკრაინის რეიტინგი შეზღუდულ დეფოლტამდე შეამცირეს

62f7abd3de669
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.22 18:33
1306

გლობალურმა სარეიტინგო სააგენტოებმა Fitch-მა და S&P-მა, უკრაინის საგარეო ვალის დაფარვის გადავადების გამო, ქვეყნის უცხოური ვალუტის საკრედიტო რეიტინგი შეზღუდულ და შერჩევით დეფოლტამდე შეამცირეს. ამის შესახებ ინფორმაცია რეიტინგული სააგენტოების ვებგვერდებზეა განთავსებული.

Fitch Ratings-მა უკრაინის დეფოლტის ემიტენტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში “C”-დან “RD”-მდე (შეზღუდულ დეფოლტამდე) შეამცირა.

„უკრაინის საგარეო ვალის დაფარვის 2 წლით გადავადების მოთხოვნა ობლიგაციების მფლობელთა საჭირო ნაწილთან შეთანხმდა და ძალაში 11 აგვისტოს შევიდა. Fitch-ში მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემური ვალის მიმოცვლის დასრულებაა და შესაბამისად დეფოლტის ემიტენტის გრძელვადიანი რეიტინგი “RD”-მდე შეამცირა“, - აცხადებენ სარეიტინგო სააგენტოში.

S&P-მა კი უკრაინის რეიტინგი ვალის რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილების გამო ქვეყნის რეიტინგი“SD“-მდე (შერჩევით დეფოლტამდე) შეამცირა. „საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით და ჩვენი კრიტერიუმების შესაბამისად, ჩვენ გარიგებას პრობლემურად განვიხილავთ და დეფოლტის ტოლფასად მივიჩნევთ“, - განმარტავენ S&P-ში.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს უკრაინის უცხოელი კრედიტორები დაეთანხმნენ თხოვნას თითქმის 20 მილიარდი დოლარის მოცულობის საერთაშორისო ბონდებზე გადახდის ორი წლით შეჩერების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ომში მყოფი ქვეყანა სავალო დეფოლტს აიცილებს.