მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა „ლიბერთი ბანკის“ საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა

606b007158602
BM.GE
05.04.21 16:18
2390
2021 წლის 31 მარტს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს „ლიბერთი ბანკის“ რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუბჯობესა, ხოლო გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი - „B+“ დაადასტურა.

ამის შესახებ bm.ge-ის „ლიბერთიდან“ აცნობეს.

„ლიბერთი“ ბანკის „სტაბილური“ პროგნოზი ასახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის მდგრადობას, მიუხედავად პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის შემცირებისა.

Fitch Ratings-ის მოლოდინით ბანკის მოგება საკმარისი იქნება პანდემიის გამო საკრედიტო ზარალის ასანაზღაურებლად, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რისკის გარეშე. ბანკი პანდემიის პერიოდს შეხვდა ჯანსაღი კაპიტალით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინი განპირობებულია ბანკისათვის დამახასიათებელი აუცილებელი სიძლიერით“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.