მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა "ქართუ ბანკის" საკრედიტო რეიტინგი "B-" მდე შეამცირა

5def4af8a45a3
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.19 11:51
1881
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ "ქართუ ბანკს" გრძელვადიანი IDR რეიტინგი 'B’-დან 'B-‘-მდე შეუმცირა, სტაბილური პროგნოზით. სარეიტინგო სააგენტომ შეამცირა ბანკის სიცოცხლისუნარიანობის რეიტინგი (VR) 'CCC+’-მდე 'B’-დან. 

Fitch-ი ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ "ქართუ ბანკის" ფინანსური ბუფერები არც თუ ისე მყარია. 

კიდევ ერთი სისუსტე "ქართუს" მთლიანი სასესხო პორტფელის მაღალი კონცენტრაციაა, რადგანაც ტოპ 25 მსესხებელზე "ქართუ ბანკის" სესხების 63% მოდის. 

Fitch-ი აღნიშნავს, რომ ბანკში სესხების ზრდის ტემპი ნულთან ახლოს იყო. ამასთანავე, მიმოხილვის მიხედვით, ბანკის მთლიანი სესხების 66% უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. 

"ქართუ ბანკის" ძირითადი ფინანსური ინდიკატორები ასეთია:

უკუგება საშუალო კაპიტალზე (ROE) - 12.46%; 
მთლიანი საპროცენტო შემოსავლები - 7.37%; 
საოპერაციო შედეგი / საშუალო წლიურ აქტივებთან - 3.26%; 
უმოქმედო სესხები / მთლიან სესხებთან - 39.48%. 
მთლიანი სესხების ზრდის ტემპი - 2.30%. 

Fitch-ი აღნიშნავს, რომ მათ ბანკის შეფასებისას გამოიყენეს მხოლოდ ის მონაცემები, რაც ბანკის ფინანსურ შედეგებშია ასახული.

"პოტენციური დახმარება ბანკის აქციონერის, "ქართუ ჯგუფის" მხრიდან, რომელიც თავის მხრივ საქართველოს წამყვან პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს - ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, რეიტინგის მიერ არაა შეფასებული, რადგანაც ჩვენ მიერ რთულია დაზუსტებით შეფასდეს შესაძლო დახმარების ის მოცულობა, რომლის გაწევისთვისაც კერძო ინვესტორი არის მზად. ამის მიუხედავად, არსებობს წარსული გამოცდილების მაგალითები, როდესაც "ქართუ ჯგუფმა" დამატებითი კაპიტალის ინვესტირება მოახდინა ბანკში", - ნათქვამია მიმოხილვაში.