მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა

601bcc7131f54
შოთა ტყეშელაშვილი
04.02.21 14:37
742
Fitch-მა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით შეამცირა. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომხდარი ომის და ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, სომხეთის სუვერენული რეიტინგი გაუარესდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონული მიმოხილვის თანახმად, სომხეთში წელს 3.5%-იანი, აზერბაიჯანში კი 2%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. საბაზო სცენარის თანახმად, 4%-ით უნდა გაიზარდოს საქართველოს ეკონომიკაც. 

"2020 წლის მეორე ნახევარში, ზრდის ტემპები გაუარესდა სომხეთში. აღნიშნულს, ძირითადად, განაპირობებს COVID-19 გლობალური პანდემიის გამო, შემცირებული ინვესტიციები, ვაჭრობა და სამრეწველო წარმოება ისევე, როგორც სიტუაციის გაუარესება რუსეთში და საომარი მოქმედებები აზერბაიჯანთან. ბოლო პერიოდში, გაუარესდა სომხეთის საგარეო სექტორიც, სადაც საგრძნობლად დაეცა ექსპორტის ზრდის ტემპები და გაიზარდა იმპორტი. მაღალი საგარეო ვალის პარალელურად, Fitch-მა შეამცირა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი BB- დან B+ მდე. IMF-ის შეფასებით, სომხეთში 2020 წელს რეალური ეკონომიკის 4.5% შემცირებაა მოსალოდნელი, ხოლო ინფლაციის დონე 0.9% იყო. 2021 წლის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პროგნოზი კი, შესაბამისად, 3.5% და 2%-ია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქტივობა შენელდა როგორც არასანავთობო, ისე სანავთობო სექტორშიც. ნავთობის დაბალი ფასების გამო შემცირდა ნავთობმოპოვება და გადამუშავება, შესაბამისად გაუარესდა ექსპორტი და საგარეო სექტორი. სსფ-ს შეფასებით,  აზერბაიჯანში 2020 წელს რეალური ეკონომიკის 4%-იანი შემცირება იქნება, ხოლო წლიური ინფლაცია კი 3% იყო. 2021 წელს ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, შესაბამისად 2%-ისა და 3.1%-ის ნიშნულებზეა მოსალოდნელი,"- ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ჯერ-ჯერობით უცვლელია და ის როგორც S&P-ის, ასევე Fitch-ის სკალაზე "BB" -ის შეადგენს.