15.აგვისტო .2020 12:19

Fitch: მოსალოდნელი არჩევნებიდან გამომდინარე პოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ მაღალია

views 494
უკან

პოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ მაღალია მოსალოდნელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელიც საქართველოსთვის რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნებას ეხება.

„Fitch-ი არ ელოდება, რომ არჩევების შედეგები არსებითად ზიანს მიაყენებს არსებული ფისკალური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით არსებულ ვალდებულებებს. პოლიტიკურ პარტიებს შორის არის საერთო კონსენსუსი ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის პოლიტიკასთან მიმართებით“, – აღნიშნულია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ გავრცელებულ რელიზში.

Fitch-ი ასევე წერს, რომ ქვეყანაში გეოპოლიტიკური რისკები მაღალია რუსეთთან მყიფე კავშირების გამო, რომელსაც შეუძლია შიდა პოლიტიკაზე, ვალუტასა და ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა.

შეგახსენებთ, სარეიტინგო სააგენტომ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა „BB“ დონეზე დატოვა.

სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, 2020 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით შემცირდება, – „საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ქვეყნის ტურიზმის სექტორზე, რომელზეც მშპ-ის 11.6%-ი მოდის. ტურიზმის სექტორის ეტაპობრივი აღდგენა მოსალოდნელია 2021 წელს, თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის 2019 წლის ნიშნულს 2022 წლამდე დაუბრუნდეს. ტურიზმის სექტორი კვლავ მოწყვლადია რეგიონში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, ვინაიდან რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ტურისტების მნიშვნელოვანი წყაროა“ – წერს Fitch-ი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა