მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch: მთავრობის დავალიანება 2019 წელს მშპ-ს 40.1%-მდე გაიზარდა - მიზეზი სუსტი ლარია

5e4aa0466783d
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.20 00:40
1133
Fitch Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ‘BB’ დაუდასტურა, პროგნოზით სტაბილური.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' გამყარებულია მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მაკროეკონომიკური მდგრადობით, თუმცა როგორც გავლენიანი სააგენტო აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება ამ დროისთვის მის შემდგომ საფეხურზე ზრდისთვის საკმარისი არაა.

Fitch-ი ასევე მიუთითებს, რომ მთავრობის დავალიანება 2019 წელს მშპ-ის 40.1%-მდე გაიზარდა, რაც სუსტი ლარის გავლენით არის გამოწვეული, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ IMF-ის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერით, საქართველო შეძლებს ვალის შემცირებას საშუალო ვადიან პერიოდში, რაც ასევე განპირობებული იქნება ეროვნული ვალუტის ზომიერი გამყარებით,  თუმცა მთავრობის ვალის მგრძნობელობა მაღალი დარჩება გაცვლითი კურსის შოკის მიმართ, მაშინ როცა საქართველოს ვალის დიდი ნაწილი დენომირებულია უცხოურ ვალუტაში (78%).

Fitch-ი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის მყარი, რომლის კაპიტალიზაციაც მაღალია და 2019 წლის მე-4 კვარტალში 19.5%-ი შეადგინა.

ახალმა საბანკო მაკრო-პრუდენტულმა ზომებმა, საყოფაცხოვრებო დაკრედიტების ზრდა 12%-მდე შეანელა 2019 წლის დეკემბერში. სამაგიეროდ გაზრდილია არასაფინანსო კორპორაციების დაკრედიტება, რომლის ზრდამაც 2019 წლის დეკემბერში 30% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში დოლარიზაცია ისევ მაღალია, შესაბამისად, დოლარიზაციამ დეპოზიტებში 61.2% შეადგინა, ხოლო სესხებში - 56.5% (2019 წლის ბოლოს).