გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ სტაბილური პერსპექტივით შეუნარჩუნა.
Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ თიბისი ლიზინგი ოპერირებს მხოლოდ საქართველოში და ლიზინგის ბაზრის ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ის მარტივ დაფინანსებას სთავაზობს როგორც თიბისი ბანკის (BB-/Stable/bb-) კორპორაციულ კლიენტებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს, სტარტაპებსა და ფიზიკურ პირებს.
რეიტინგის რამდენიმეწლიანი წარმატებული შენარჩუნება კომპანიის გამჭვირვალობაზე, სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობას ქმნის.
როგორც თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი, ნუგზარ ლოლაძე აცხადებს, აღნიშნული მიღწევა საამაყო და საპასუხისმგებლოა, რადგან გამოხატავს კომპანიის განვითარების მზარდ ტენდენციასა და საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან შესაბამისობას.
„პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომა ეფექტიანია და ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგს ვინარჩუნებთ. Fitch Ratings-ის მიერ დამოწმებული ეს ფაქტი ჩვენი მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის სწორ კურსს აღნიშნავს და ინვესტორებთან თუ მომხარებლებთან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო პოზიციაში გვაყენებს. ჩვენ ვქმნით ახალ პროდუქტებს, ვპასუხობთ პოსტ-პანდემიურ გამოწვევებს და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ქართული ეკონომიკის კეთილდღეობის შექმნაში, რაც მიღწეულ შედეგებში აისახება.“
19 წელია, რაც თიბისი ლიზინგი საქართველოში ოპერირებს. მოცემულ ეტაპზე, ბაზრის 76%-ით ის მოწინავე სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია, რომელიც წარმოების, ინფრასტრუქტურის, მსუბუქი მრეწველობის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორებზე ნაწილდება.
სრულ ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი