17.აგვისტო .2019 16:30

FITCH: რუსეთის სანქციები შეზღუდავს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას

views 512
უკან

სარეიტინგო კომპანია FITCH-ის შეფასებით, რუსეთის სანქციები შეზღუდავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას.

ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„რუსეთის სანქციები ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეზღუდავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას. რუსეთის სანქციებისა და სამომხმარებლო საკრედიტო აქტივობის შენელების ფონზე სარეიტინგო კომპანიამ მცირედით შეამცირა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე (წინა პროგნოზი - 4.6%), თუმცა აღნიშნული აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (3.3%-ს). კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 4.7%-მდე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის: “FITCH“-მა საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა