მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch საბანკო რეგულაციებს დადებითად აფასებს

5d933738816b0
სალომე მეცხვარიშვილი
01.10.19 15:21
1393
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის წარმომადგენელი ოლგა იგნატევა საქართველოში საბანკო რეგულაციების შემოღებას დადებითად აფასებს. 

“პოზიტიურად ვაფასებთ რეგულაციებს, რომელიც შინამეურნეობებისთვის სესხების გაცემაზე გარკვეულ ლიმიტებს აწესებს. ვხედავთ, რომ შინამეურნეობებში სესხების დონე ჯერ ისევ მაღალია, მაგრამ მათი მენეჯმენტი კარგად ხდება.

სესხებზე დაწესებული კოეფიციენტები, რომლებიც გამომდინარეობს მსესხებლის შემოსავლიდან, საშუალოა და ახლოს არის ევროკავშირში მიღებულ სტანდარტთან. სესხების შემცირება დროებითია და მალე ბანკებიც უფრო მოერგებიან ევროსტანდარტებით სესხების გაცემას”,- აცხადებს ის.

რაც შეეხება დღეს ბაზარზე არსებულ მთავარ გამოწვევებს, ოლგა იგნატევას თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია.

“ამ მდგომარეობის შესაცვლელად გადადგმულია ნაბიჯები რეგულაციების მიმართულებით, ფუმცა ამას მკვეთრი გავლენა დოლარიზციის შემცირების მიმართულებით მოკლე დროში არ ექნება. შედეგს უფრო გრძელ ვადაში ველოდებით”,- აცხადებს ოლგა იგნატევა.