მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიტნეს დარბაზების გახსნის მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართება

5ef88ba5d7bdc
თათია ჩაფიჩაძე
28.06.20 16:25
2147
ფიტნეს დარბაზების გახსნის მოთხოვნით დღეს, 17:00სთ-ზე, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. აქციაში მონაწილეობას სავარჯიშო დარბაზების მფლობელები და სპორტსმენები მიღებენ.

როგორც BM.GE-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ვასაძემ უთხრა, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დარბაზები არ გაიხსნება.

"არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი, რაც საჭიროა იმას არ ხსნიან და სადაც მართლა პრობლემები იყო, ის გახსნეს. ისეთ წესებს გვთავაზობენ, რაც მიუღებელია – 8კვ.მ-ზე ერთი ადამიანის დაშვება, ტრენაჟორების განახევრება და ბარიერების ჩადგმა ნიშნავს კაბალურ პირობებს. საერთოდ არ არიან დარბაზში ნამყოფები, რომ იცოდნენ, მაშინ ასეთ რამეს არ დაწერდნენ.

ჩვენ ვითხოვთ 2–მეტრიანი დისტანციის დაცულობით მოგვცენ ვარჯიშის უფლება. დაგვპირდნენ, რომ გადაწყვეტდნენ, მაგრამ ვერ თანხმდებიან. როდამდე უნდა გვამყოფონ ასე? ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის გვიწევს ბრძოლა და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ გახსნიან. აქციას დავიწყებთ 5 სთ-ზე და გვექნება მსვლელობა კანცელარიისკენ", - განაცხადა სპორტდარბაზი "ფიტ ლაინის" დირექტორმა გიორგი ვასაძემ.

საცურაო აუზებისა და სპორტული კომპლექსების გახსნის თემაზე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გასული კვირის ბოლოს უნდა გამართულიყო. ბოლო ინფორამციით, გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ორშაბათს მიიღებენ.