მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიტნეს კლუბი Oktopus-ი: ზარალზე ვმუშაობთ

5fbba62d09dea
ინგა მურუსიძე
23.11.20 16:20
1806
"ფიტნეს კლუბი Oktopus-ი სრულ ზარალზე მუშაობს", - ამის შესახებ bm.ge-ის „ოქტოპუსის“ დამფუძნებელმა გიორგი ასათიანმა შესაძლო "ლოქდაუნზე" საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, დაახლოებით, 4 თვეა, რაც სპორტ დარბაზები გაიხსნა და ამ დრომდე ზარალზე მუშაობენ და უწევთ სესხების აღება, რომ თანამშრომლების ხელფასები გადაიხადონ.

„ვფიქრობთ, ჩვენთვის საუკეთესო დახმარება გადასახადების გადავადება ან სესხების სუბსიდირება იქნება. წელს ახალი ფილიალი გავხსენით, რაშიც დაახლოებით, 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩავდეთ. ფაქტია, წელს შემოსავალი ვერ მივიღეთ, სრულ ზარალზე ვართ და თუ "ლოქდაუნი" იქნება, ეს დამატებითი წნეხია. გარდა ამისა, ვფიქრობ, სავარჯიშო სივრცეები არ არის პრობლემა; პირიქით, ვზრუნავთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ასათიანმა.

ის ამბობს, რომ მოსალოდნელი "ლოქდაუნის" შესახებ არაფერი იცის, რადგან მთავრობის მხრიდან ბიზნესთან კომუნიკაცია არავის ჰქონია.

„ბიზნესთან საჭიროა კომუნიკაციალ ჩვენც ხომ უნდა დავგეგმოთ რაღაცეები?! არასტაბილური მდგომარეობა იმას იწვევს, რომ მოქალაქეები აბონიმენტებს აღარ ყიდულობენ, რადგან არ იციან, ერთი თვე ისარგებლებენ თუ - ვერა და ესეც დამატებითი წნეხია“, - განაცხადა ასათიანმა.

ცნობისთვის: დღეს, პრემიერ - მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე, რითეილერებს და სავაჭრო მოლების წარმომადგენლებს  შეხდვდა და სექტორებთან შეხვედრები კიდევ გაგრძელება.