მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფიტნესზე დანახარჯების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიური გახდა“ – TBC Capital-ის კვირის მიმოხილვა

5f3fd005677aa
ვიქტორია მღებრიშვილი
21.08.20 21:30
809
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით 18 აგვისტოს კვირაში წინა კვირასთან შედარებით უნაღდო დანახარჯები გართობაზე მცირედით შემცირდა, ხოლო ფიტნესზე დანახარჯების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიური გახდა.

მიმოხლივაში აღნიშნულია, რომ რეზიდენტების მიერ უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდის ტემპი სურსათის და ფარმაციის გარდა კატეგორიებში მცირედით გაიზარდა და 32% შეადგინა. ამასთან უნაღდო ხარჯვის ზრდა სურსათსა და ფარმაციაზე სტაბილურად მაღალია და აგვისტოს მესამე კვირაში შესაბამისად - 33% და 38% შეადგინა;

გართობაზე უნაღდო დანახარჯები მცირედით შემცირებულია, ხოლო ფიტნესზე დანახარჯების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია:

• ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით მცირედით შემცირდა და +22% შეადგინა წინა წლის აგვისტოს მესამე კვირასთან შედარებით;
• გართობაზე დანახარჯები წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია და ცვლილებამ წ/წ -24% შეადგინა;
• ფიტნესზე უნაღდო დანახარჯების ზრდა კვლავ ნეგატიურია და აგვისტოს მესამე კვირაში -23% შეადგინა;

სამშენებლო მასალებზე და სამომხმარებლო საქონელზე უნაღდო ხარჯვა წინა წლის აგვისტოს მესამე კვირის მონაცემებთან შედარებით გაიზარდა:

• სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა +41% შეადგინა;
• გასული კვირა შედარებით ძლიერი იყო უნაღდო დანახარჯებისთვის ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე და წლიურმა ცვლილებამ 30% შეადგინა, წინა კვირის 20%-თან შედარებით;
• ასევე გაიზარდა ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი და +6% შეადგინა;

პირად ჰიგიენაზე უნაღდო ხარჯვის მხრივ გაუმჯობესებაა, ხოლო დანახარჯების ზრდა სხვა 7 სამომხმარებლო საქონელზე კვლავ ნეგატიურია:

• პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპი კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა და +15% შეადგინა, ხოლო სხვა სამომხმარებლო საქონელზე ხარჯვის წლიური ზრდა კვლავ ნეგატიურია და -16%-ია;
• მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯები გაზრდილია (წ/წ +25%), წინა კვირის მაჩვეებელთან შედარებით (წ/წ +2%);
• აგვისტოს მესამე კვირაში საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად -15%-ით შემცირდა;
• ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯები წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და მიმდინარე კვირაში +40% შეადგინა