მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიზიკური და იურიდიული პირები ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან თავისუფლდებიან

5ea314c10f29a
BM.GE
24.04.20 21:20
925
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღონ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წყალმომხმარებელი ფიზიკური და იურიდიული პირები, 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.

გარდა ამისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ასევე სრულად ჩამოეწერებათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა.