მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფიზიკური დატვირთვა აქვთ და ნიღბებით ხომ ვერ იქნებიან?“ - იმნაძე სპორტდარბაზების გახსნაზე

5ee2044da7729
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.20 14:20
1396
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სპორტდარბაზების გახსნას ცოტა დრო დასჭირდება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ განმარტა, ადამიანები პირბადეებით ვერ ივარჯიშებენ.

„რა თქმა უნდა ისინიც(სპორტული დარბაზები) გაიხსნება, მაგრამ ცოტა დრო დასჭირდება. ჯერ ამდენი რამე გაიხსნა და შედეგები ვნახოთ ჯერ რა შედეგი გვექნება და შემდეგ ესეც გაიხსნება. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ძნელია დახურულ სივრცეებში... იქ ხომ ადამიანი ჭადრაკის სათამაშოდ არ შედის, ფიზიკური ძლიერი დატვირთვა აქვთ და ნიღბებით ხომ ვერ იქნებიან არა?!

გივარჯიშიათ ოდესმე იქ? არ გივარჯიშიათ? მაშინ ფილმებში ნახეთ რას აკეთებენ ადამიანები იქ. იქ ადამიანები ინტენსიურად ვარჯიშობენ, ასევე ინტენსიური ვარჯიშის დროს ასევე ინტენსიურად გამოიყოფა ადამიანისაგან ჰაერის ნაკადები“, - განმარტა იმნაძემ.