მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიზიკური პირების ქონებაზე და საწარმოს მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადა 16 ნოემბერს იწურება

5fae8c16ea152
BM.GE
13.11.20 17:35
1536
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს ფიზიკური პირების ქონებაზე/მიწაზე და საწარმო/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადა 16 ნოემბერს იწურება.

"თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2019 წლის მიხედვით აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის (ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი - 02.11.2020) ვალდებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კიდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი)"-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.