22.აგვისტო .2019 18:10

Flixbus-ი თურქეთში შედის

views 951
უკან

იაფფასიანი ავტობუსების ქსელი Flixbus-ი თურქეთში შევიდა. კომპანიამ თურქული ავტობუსების ფირმა Kamil Koc-ი შეიძინა და ქვეყნის მასშტაბით ევროპული სტანდარტების, დაბალბიუჯეტიანი გადაადგილების სტანდარტების დამკვირდება დაიწყო.

Kamil Koc თურქეთის 60 ქალაქში ასრულებდა რეისებს. 2018 წლის მონაცემებით, ავტობუსი წელიწადში 20 მილიონ ადამიანს ემსხაურებოდა. Flixbus-ი ამ პრაქტიკას გააგრძელებს, გერმანული კომპანია ინფრასტრუქტუას დახვეწავს და ქსელის ინტეგრირებას მოახდენს.

როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, Flixbus-მა შესაძლოა, თურქეთის მეზობელ ქვეყნებშიც დანიშნოს იაფი რეისები.

გერმანული ავტობუსების კომპანია Flixbus-ი ამ დროისთვის მსოფლიოს 28 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა