24.ოქტომბერი .2021 00:04

„ფლორალის“ ინოვაცია ქართულ ბაზარზე - ყვავილების შესაძენი პირველი აპარატი

„ფლორალის“ ინოვაცია ქართულ ბაზარზე - ყვავილების შესაძენი პირველი აპარატი
views 418
უკან

საქართელოში ყვავილების მაღაზია „ფლორალმა“ ქართულ ბაზარზე ინოვაცია დანერგა და ყვავილების შესაძენი პირველი აპარატი შემოიტანა, რომლის დახმარებითაც 24 საათის განმავლობაში სასურველი თაიგულის შეძენაა შესაძლებელი.

„ფლოლარის“ აპარატი ჯერ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, ჩაჩავას კლინიკაშია, განთავსებული და დაახლოებით ერთი კვირაა სატესტო რეჟიმით მუშაობს. აპარატს თავისი მიკროკლიმატი აქვს, სამაცივრე სისტემა სასურველი კლიმატის მიწოდებას არეგულირებს, რაც ყვავილის ჭკნობას გამორიცხავს და პირველად იერს უნარჩუნებს.

„ფლორალის“ დამფუძნებელი ქეთევან ბილანიშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ყვება, რომ აპარატის საქართველოში შემოტანამდე მსოფლიო ბაზრის გამოცდილება შეისწავლეს, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ეს ინოვაცია უცხოურ ბაზრებზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

„როგორც კი მსგავსი აპარატის არსებობაზე შევიტყე, მაშინვე ვთქვი, რომ „ფლორალი“ იქნებოდა ის ბრენდი, რომელიც ამ პროდუქტს პირველი შემოიტანდა. ყვავილების აპარატიდან შეძენა ძალიან მარტივი პროცესია, ვირჩევთ, ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებს, შემდგომ თაიგულს სასურველი კატეგორიიდან, თანხის გადახდისას კი ყვავილი შენია, აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელს ამ სერვისით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეიძლება, მართალია ჯერ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, თუმცა სამომავლოდ აუცილებლად გავფართოვდებით, გვიხარია, რომ ეს ინოვაცია მომხმარებელს ძალიან მოსწონს, ამასთან დაკავშირებით უამრავ შეტყობინებას ვიღებთ“ - ამბობს „ფლორალის“ დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა