მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფლორიდასთან ახლოს ერთ-ერთი კუნძულის დაქირავება 1.2 მლნ დოლარამდე ჯდება

5ed4dfb6bffa3
ნათია თაქთაქიშვილი
01.06.20 22:30
1496
ფლორიდასთან ახლოს მდებარე კონძული Little Palm Island-ი 250,000 აშშ დოლარად ქირავდება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

მეოთხედ მილიონ დოლარად კუნძულზე დარჩენა 30 ადამიანს შეუძლია 3 დღე-ღამის განმავლობაში.

როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდში კუნძულზე დარჩენა 60-მდე ადამიანს შეეძლო, მაგრამ ამჟამად მოქმედი შეზღუდვების შესაბამისად კუნძულის დატვირთულობა 50%-ით არის შემცირებული. სასტუმროში ლუქსის ფასი ღამეში 1,500 აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ კუნძულის დაქირავების ღირებულებამ, შესაძლოა, 1,2 მილიონი აშშ დოლარიც კი შეადგინოს. როგორც გამოცემა წერს, ეს უკვე დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილებზე და იმაზე თუ რა სახის დასვენება სურთ მათ.

როგორც გამოცემა წერს, კუნძულის საფასურში შედის 10-მდე იახტა, წყლის სპორტული მოწყობილობები, საკვები, ტაქსი და ასევე კუნძულზე ჩასვლისას მისასალმებელი კოქტეილი და შამპანური. აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლური სასმელი დამსვენებლებს უსასყიდლოდ არ გადაეცემათ კუნძულზე ყოფნის პერიოდში.

როგორც კუნძულზე არსებული სასტუმროს გენერალური მენეჯერი კევინ ჯენიდისი აცხადებს, მათი ვარაუდით კუნძულზე მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიის გამო გაიზრდება, რადგან კუნძული თავისთავად გულისხმობს სოციალური დისტანცირების ნორმების და უსაფრთხოების ზომების დაცვას.