მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Flyadeal-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

62be93beb4a87
მარიამ ვარადაშვილი
01.07.22 10:30
2561
საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ Flyadeal-მა დაიწყო ოპერირება. გ
ვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიადიდან და ჯედადან საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ პირველი პირდაპირი რეისები Airbus A320neo ტიპის ხომალდებით შეასრულა.

ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ერთდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან ასრულებს. 4 ივლისიდან რიადს და ჯედას ქალაქი დამამიც დაემატება. Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა.

ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.